რატომ აიკრძალა, სახლში დამზადებული პირბადის ტარება?
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება – სახლში დამზადებული პირბადის ტარება აიკრძალება. ამ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მოსახლეობას მხოლოდ სამი სახის ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევა – FFP2 ტიპის ნიღაბი, ქირურგიული და სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე ფაზიანი დაცვა აქვს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.