“რატომ არის ამოჩემებული გახარია? “

„ითხოვენ გახარიას გადადგომას. მათ თუ რეალური დამნაშავე აინტერესებთ და არა, მაინცდამაინც, გახარია, მაშინ გამოძიებას უნდა ითხოვდნენ, ასევე, ამ გამოძიებაში უცხოელების ჩართვას, რაც სანდოობას გაზრდის. რატომ არის ამოჩემებული გახარია? პირველად გვესმის მისი ამბავი? გახარია ამ მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი ძლიერი ფიგურაა, ამიტომ ოპოზიცია ითხოვს იმას, რომ გადადგეს გახარია.
ეს დაჟინება აჩენს ეჭვს, 20 ივნისის ღამის სისხლიანი ნაწილი ხომ არ არის მათი გაკეთებული; ხომ არ ურევია მათი ხელი, ვინც დღეს გახარიას გადადგომას ითხოვს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

www.exclusivenews.ge

კომენტარები