რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ? – „დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური ინფორმაცით“-გიორგი ფხაკაძე

-„დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური ინფორმაცით“, – წერს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
უკვე მერამდენე კვლევაა რომელიც აჩვენებს ანტიგენის სწრაფი ტესტის “ცრუ უარყოფითი” რეზულტატების მაღალ (>50%) პროცენტს.
რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ?
დღეს ე.წ. რისკჯგუფების უმეტესობა იტესტება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. საქართველოში არავის გადაუმოწმებია ამ ტესტების სიზუსტე. არ ვიცით ანტიგენის სწრაფი ტესტით უარყოფით რეზულტატებიდან რა ნაწილია ცრუ უარყოფითი, ანუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული და კოვიდ-19 გამავრცელებელი “ოფიციალურად” არაინფიცირებულებს შორის.
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, როდესაც ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი რეზულტატები შეამოწმეს PCR-ტესტირებით, 52% ინფიცირებული აღმოჩნდა.
აშშ-ში ჩატარებული კვლევით – 54.5%.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცრუ უარყოფით რეზულტატების მაღალ პროცენტი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
The high proportion of false-negative antigen tests (54.5%) may have public health implications.
Diagnostic Accuracy of the Panbio SARS-CoV-2 Antigen Rapid Test Compared with Rt-Pcr Testing of Nasopharyngeal Samples in the Pediatric Population
კომენტარები