ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ახალი კვლევებით პირველად გამოვლინდა გენეტიკური კოდი, რომელიც პასუხისმგებელია ცაცია ადამიანებზე. ამისათვის გამოიკვლიეს 400 ათასი ადამიანი.
გენეტიკის შესწავლისას ამ მოვლენაზე პასუხისმგებელი მისი ოთხი შემადგენელი ნაწილია. სამი მათგანი ცილაა, რომლებიც ტვინის სტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობენ. ცაციები ჩვეულებრივი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროში ვერბალური კომუნიკაციის პასუხისმგებელი ნაწილები გაცილებით კარგად და დალაგებულად მუშაობს.
ცაციებს პარკინსონის დაავადებისკენ მიდრეკილება დაქვეითბული აქვთ, სამაგიეროდ მათში ნერვული აშლილობის რისკი მაღალია.
თუმცა კვლევების შედეგები საბოლოო მაინც არაა. მეცნიერები ჯერ კიდევ განაგრძობენ მის შესწავლას.
წყარო: bigpikcha.ru