„რატომ არ არის ხალხში აღქმა, რომ სამართლიანობა აღდგა იმითი, რომ სააკაშვილი ახლა ციხეში ზის“ – „მაგაზე მე მაქვს პასუხი, ჩემი ვერსია. იმიტომ, რომ იმ დონემდე გააძლიერეს „ნაციონალური მოძრაობა“… – გიორგი ქარდავა

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“

თემა:  გადაკვალიფიცირებული საქმის განაჩენი

სტუმარი: „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურა მახარაძე.

გიორგი ქარდავა – პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი

-„რატომ არ არის ხალხში აღქმა, რომ სამართლიანობა აღდგა იმითი, რომ სააკაშვილი ახლა ციხეში ზის? ეს ხომ საინტერესი კითხვაა…“, -გნაცხადა ზურა მახარაძემ.

-„მაგაზე მე მაქვს პასუხი, ჩემი ვერსია. იმიტომ, რომ იმ დონემდე გააძლიერეს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თავისი 9-წლიანი უნიათო მმართველობით, რომ ბოლოს თვითონ ჩამოვიდა და სხვა გზა არ ჰქონდათ. სააკაშვილს ვინ დაიჭერდა? იქნებოდა ტკბილად კიდევ 9 წელი. მანამ, სანამ იქნებოდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან საფრთხე არ დაემუქრებოდა. აქ სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. ამ მანკიერი ჩვენი პოლიტიკური სასამართლო სისტემის მეორე მხარე მანკიერი იმაში მდგომარეობს, რომ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ჩვეულებრივი რიგითი ქართველი რომ ყოფილიყო, საქართველოს მოქალაქე, სასამართლო ხომ უფრო ბევრად ხისტი იქნებოდა, მათ შორის პროკურატურაც, არაფერს აპატიებდა, არათუ არაფერს არ აპატიებს, 5 ივლისის ამბები გავიხსენოთ, იმ ხალხის უმრავლესობა ზის საერთოდ აბსურდული ბრალდებებით…“, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

კომენტარები