„რატომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს? – იციან, რომ ასეთ უზნეობას არ დააშვებინებს…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“.

ალტინფოს“ დამფუძნებელიკონსტანტინე მორგოშია:

-„28 წელია თურქეთს აქვს კანდიდატის სტატუსი

რატომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს?

ითხოვენ დეოლიგარქიზაციას, ანუ ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას, იმიტომ არა, რომ ივანიშვილი რაიმე ფაქტორია. ივანიშვილი არის იმ მთავრობის იალქანი, რომელიც მეტნაკლებად ამათ უწევს წინააღმდეგობას იქიდან გამომდინარე, რომ იციან, მათ უკან ხალხი დგას. შეიძლება ის ხალხი არა, რომელსაც მოსწონს „ქართული ოცნება“, არამედ ის ხალხი, ვინც იცის, რომ ასეთ უზნეობას არ დააშვებინებს.

ასევე ითხოვენ მოწყვლადი ჯგუფების, ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერას. გაუგებარია, რა ფორმით ითხოვენ, როდესაც მათ არავინ ერჩის. სურთ, რომ ეს უზნეო მარში ჩატარდეს და საქართველო გაქრეს მსოფლიო რუქიდან. ქართველებისთვის, მართლმადიდებლებისთვის ეს ამას ნიშნავს და იმათ საერთოდ არ აინტერესებთ.

ასევე არის რამდენიმე ფაქტორი, – ციხიდან უნდა გამოუშვან ნიკა გვარამია, თურმე, გვარამია ყოფილა საქართველოს ჟურნალისტიკის სახე, მერე რა, რომ სააკაშვილი იყო ჯალათი და ასი ათასობით ოჯახი ამოწყვიტა, საკუთარ ხალხს მოუწყო გენოციდი, ჩააბარა კოდორი და ახალგორი, ყველაფერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიყიდა, მისცა 40 ათასამდე პასპორტი თურქებს…“

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://www.facebook.com/100073715631251/videos/1084277445816361/

კომენტარები