„რატომ არ შეიძლება 50-კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც ხეების სანახავად ხალხს ავტობუსებით ატარებთ?! 50 000-ზე მეტი მოქალაქე ქვეყანაში კარანტინის გარეშე“– დიმიტრი შაშკინი

-„ქვეყანაში შეზღუდვები შერჩევით მოქმედებს.  ხელისუფლებამ, თანხები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხა.

სად წავიდა, ვის ჯიბეში? ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც 15 აპრილს გამოაცხადა გიორგი გახარიამ, – ვისესხეთ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშიორისო ორგანიზაციებიდან, რა გაკეთდა იმისთვის, სკოლებში რომ ყოფილიყო პირობები სწავლის დაწყებისთვის? ბავშვებს, ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს განათლების მისაღებად? ჩინოვნიკების მეუღლეები თუ იხდიან დაბადების დღეებს, ბარებს რატომ ხურავენ, რატომ ანადგურებთ მცირებ ბიზნესს?

ხელისუფლებამ რუსეთის 50 000-ზე მეტი მოქალაქე ქვეყანაში კარანტინის გარეშე შემოუშვა. ქართველებს უშვებენ ორკვირიან კარანტინში, რუსეთიდან თქვენივე სტატისტიკით შემოუშვით 56 ათასი რუსეთის მოქალაქე კარანტინის გარეშე, რატომ არ შეიძლება 50-კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც მოპარული ხეების სანახავად ატარებთ ავტობუსებით ხალხს? უზარმაზარ რიგებში დგას ხალხი, თქვენივე დაწესებული ყველა ნორმის დარღვევით? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც ქართველი ხალხი სამწუხაროდ ვერ იღებს აი ამ მთავრობსიგან, – განაცხადა „ერთიანი ნახიონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დიმიტრი შაშკინმა.

კომენტარები