რატომ აცხადებს ბევრი ქვეყანა უარს AstraZeneca-ზე? – თინათინ გოცაძე:

მოგეხსენებათ, “ჯანმომ” გზა გაუხსნა AstraZeneca-ს ვაქცინას ექსტრემალური გამოყენებისთვის, თუმცა, ბევრი  ქვეყანა უარს აცხადებს მის გამოყენებაზე არაეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების გამო.

 

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა ამ ვაქცინის ორი ვერსია.

 

საყურადღებოა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ბევრი სხვა, გააჩნიათ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოები და პროცედურები, რომლებიც გასცემენ ნებართვას ვაქცინებისა და  სამკურნალო პრეპარატების  გამოყენებისათვს საგანგებო სიტუაციებში, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც საჭირო ნორმატიული ბაზა  არ გააჩნიათ და ისინი ეყრდნობიან ჯანმოს გადაწყვეტილებას.

 

ამ უკანასკნელის მიერ აღიარებული ორი ვაქცინა, ერთი AstraZeneca-SKBio – წარმოებული კორეაში და მეორე – გამოშვებული ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ, გზას უხსნის იმ პროექტს, რომელიც გულისხმობს AstraZeneca-ს  300 მილიონი დოზის გავრცელებას  145 ქვეყანაში  2021 წლის პირველ ნახევარში ბილ გეითსის  COVAX-პროგრამით.

 

მაგრამ სანამ ეს პროგრამა წინ მიიწევს, სხვა ქვეყნები, ასე ვთქვათ, “აპაუზებენ”  AstraZeneca-ს გამოყენებას მუდმივად გვერდითი მოვლენებისა და უეფექტობის თაობაზე გავრცელებული  ინფორმაციების  გამო.

 

Fierce Pharma-ს მონაცემებით, ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) შესაძლოა ეს ვაქცინა არ დაამტკიცოს, წინააღმდეგობრივი საწარმოო პრობლემების გამო და იმ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინის   ეფექტურობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის Covid-შემთხვევების  დროს მხოლოდ 21,9 %-ია, ბევრად დაბალი 50 %-იან ზღურბლთან შედარებით, რომელიც აუცილებელია ვაქცინის დასამტკიცებლად.

 

 

ინდოეთს  AstraZenecaვაქცინის 1 მილიონი დოზა უკან დაუბრუნეს

 

Wall Street Journal-ში გავრცელდა ინფორმაცია რომ სამხრეთ აფრიკამ ინდოეთს დაუბრუნა 1 მილიონი დოზა იმის გამო, რომ ვაქცინა პრაქტიკულად უეფექტო აღმოჩნდა  სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

 

Oxford/AstraZeneca-ს პრეპარატით ტესტ-ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტიდან ერთ კვირაში,  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა ინდოეთის შრატის ინსტიტუტს,  უკან წაიღოს  თებერვლის დასაწყისში მიწოდებული ვაქცინის 1 მილიონი დოზა.

ამის თაობაზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა  The Economic Tames -გაზეთშიც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტოს ეს თხოვნა ეფუძნება სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდის შედეგებს. ვაქცინა უეფექტოა კორონავირუსის ადგილობრივი მუტაციური ვარიანტის წინაააღმდეგ, კერძოდ (B.1.351) შტამის მიმართ. კვლევა ჩაატარა ვიტვატერსრანდის უნივერისტეტმა.

ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ქვეყანა 55 მილიონი მაცხოვრებლით) თავისი მოსახლეობის რისკჯგუფების (ძირითადად მედიკოსების) ვაქცინაციისთვის განიხილავს  Johnson & Johnson ვაქცინას.

შეგახსენებთ, რომ ჯანმომ, 15 თებერვალს, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის  გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო, ოღონდ  ექსტრემალურ ვითარებაში. ის მოუწოდებს ქვეყნებს, აცრებისთვის ეს პრეპარატიც გამოიყენონ, დამოუკიდებლად იმისა, რა შტამია მათ რეგიონში უფრო მეტად გავრცელებული, რადგან ვაქცინა თუ ვერ დაიცავს დაავადებისაგან აცრილებს, მძიმე გართულებებსა და სიკვდილს მაინც აარიდებს.

ცნობისათვის, ინდოეთის შრატის ინსტიტუტი  Oxford/AstraZeneca ვაქცინის ერთერთი ძირითადი მიმწოდებელია. ის, საზოგადოდმსოფლიოში ვაქცინების ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

 

 

ეს      საყურადღებოა!

 

Oxford/AstraZeneca-ს პრეპარატი ადენოვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინაა, განსხვავებით Moderna და Pfizer-BNT  რნმ-ვაქცინებისგან,  ამასთან ბევრად  იაფი.

კორონავირუსის  S-ცილაში გაჩენილმა მუტაციებმა, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და ბევრ ქვეყანაში გავრცელებულმა ახალმა შტამებმა ეჭვქვეშ დააყენეს  ამ ვაქცინის ეფექტურობა.

მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო საშუალებათა ევროპულმა სააგენტომ  დაუშვა  AstraZeneca-ს ვაქცინა 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის, გერმანიამ უარი განაცხადა ამ ვაქცინით 65 წელს გადაცილებული თავისი მოქალაქეების აცრაზე,  რადგან მისი ეფექტურობა არასაკმარისად მიაჩნია.

 

BBC-მონაცემებით საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა  ოფიციალურად განაცხადა, რომ 65 წელს გადაცილებულებთან ვაქცინის ეფექტურობაზე მეტად მწირი მონაცემებია და ის მის გამოყენებას არ აპირებს.

 

ავსტრიამ, ბელგიამ, პოლონეთმა და შვეიცარიამ  ასევე გასცეს რეკომენდაცია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ასაკოვნებს არ შეუყვანონ, ამ პრეპარატის ეფექტურობაზე  არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო.

 

 

ისმის კითხვა: არის თუ არა AstraZeneca ღარიბთა ვაქცინა?

ახალი კვლევის წინასწარი მონაცემებით, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა “მინიმალურ დაცვას “ უზრუნველყოფს და ვერ ახდენს სამხრეთ აფრიკული შტამით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო ფორმის დაავადების პრევენციას.

თუმცა, ჯანმოს ექსპერტებისა და სპეციალისტების განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა არაეფეტურია და ნაგვის ყუთში უნდა გადავისროლოთ! პრეპარატი სავარაუდოდ მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან მაინც იხსნის ადამიანებს.

AstraZeneca-ს ვაქცინა ყველაზე იაფი პრეპარატია არსებულ ვაქცინებს შორის, ასევე ბევრად მარტივია მისი ტრანსპორტირება და შენახვა, სხვა ვაქცინებთან შედარებით. სწორედ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით ის ალბათ  წამყვან როლს ითამაშებს მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების ეპიდემიასთან ბრძოლაში, თუმცა, ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ თუ ეს ვაქცინა  არასაკმარის ეფექტურობას გამოავლენს აფრიკული და სხვა მუტაციების წინააღმდეგ, დიდ განხეთქილებას გამოიწვევს მსოფლიოს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. საყურადღებოა ისიც, რომ ეს სრულად ახალ კვლევაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციაა, ჯერ არ არის რეცენზირებული და დასრულებული სახით გამოქვეყნებული.

CNN–ის ანგარიშით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების მცირე ჯგუფმა. ამასთან კვლევა არ ჩატარებულა სხვა, შედარებით მძიმე ფორმით დაავადებულ და თანხმლები პათოლოგიების მქონე კონტიგენტთან, ამიტომაც ექსპერტები ვერ ასაბუთებენ ეფექტურია თუ არა ეს პრეპარატი საზოგადოდ,

და კიდევ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოელაპარაკა AstraZeneca-ს კომპანიას 5 მილიონი დოზის მიღების საკითხზე. საორიენტაციო ვადად 2021 წლის პირველი ნახევარი სახელდებოდა, ისრაელში კი, ჯერაც არანაირი ტვირთი არ ჩამოსულა!

თინათინ გოცაძე

 

 

კომენტარები