რატომ გადაწყვიტა ჰიტლერმა, იმ შუბის დაუფლება, რითაც ჯვარცმული მაცხოვარი განგმირეს?

 

ბექა კვიციანის დოკუმენტური მოთხრობა „ანანერბეს საიდუმლოებანი.“

თავი – 2

ვაგრძელებ თხრობას იდუმალი ორგანიზაციის, „ანანერბეს“ შესახებ. მოთხრობათა ციკლის პირველ ნაწილში (გადადით ბმულზე: https://tvalsazrisi.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/?fbclid=IwAR0oxFK4B4IbcIARpX1WiwLQ7obSTIcuSmkBrrrY0vtbW1ydl9dKmxur6PU ) გაცნობეთ, რომ მორიგი სტატია სრულად დაეთმობოდა ჰიტლერის და „ანანერბეს“ გაცხოველებულ ინტერესს, კავკასიის და კონკრეტულად – საქართველოს მისამართით. მაგრამ, მანამდე გაუცნობიერებელ მკითხველს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ორგანიზაცია ,,ანანერბე“-ს შესახებ, თუ რამ განაპირობა  ჩამოყალიბება და რა ამოცანები იდგა ამ იდუმალი ორგანიზაციის წინაშე.

  ,,ანანერბე1935 წელს მესამე რაიხის დედაქალაქ ბერლინში, ჰიტლერისა და ჰიმლერის კურთხევით შეიქმნა. ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა  ძველგერმანული ფოლკლორის და მივიწყებული ზღაპრების შესწავლით დაიწყო.

“ანანერბე” ჰიტლერის და ჰიმლერის კურთხევით შეიქმნა

მაგრამ, როგორც გახსნილი არქივებიდან ირკვევა, ,,ანანერბეს,, დაუწყია ზებუნებრივი მოვლენების შესწავლაც, თუმცა კადრების სიმცირის გამო მოუწია თამამი ნაბიჯის გადადგმა. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ბეჭდურ ორგანო ,,ფოლკიშერ ბეობახტერში გაჩნდა განცხადება, სადაც რაიხსკანცელარიასთან დაქვემდებარებული ორგანიზაცია ,,ანანერბე,, სამსახურს სთავაზობდა ოკულტური სფეროთი და არამარტო ამით გატაცებულ არიულ მოსახლეობას. რეალურად, რაიხსკანცელარია აივსო ზღვა წერილებით და იმ პერიოდის ბიზნეს-გეგმებით. ხუმრობა ხომ არ იყო – რაიხის ცენტრალური ბიუჯეტს რაღაც მისტიური ორგანიზაცია უნდა დაეფინანსებინა და თანაც, მისი წევრი აუცილებლად გახდებოდა ესესელთა შავი ორდენის წევრი. მიღებული წერილები მალე „გაცრეს“ რაიხსკანცელარიაში და ჰიმლერს ჰიტლერმა კიდეც შესთავაზა ,,ანანერბეს,, სათაო ოფისისთვის რომელიმე სხვა ადგილი შეერჩია.

 

ჰიმლერმა რამდენიმე დღეში რაიხსკანცლერს განუცხადა, რომ ,,ანანერბე,, ვესტფალიაში განლაგებულ ვეველსბურგის ციხე-სიმაგრეში დაიდებდა ბინას. ძველგერმანული გადმოცემით, ეს ადგილი დაწყევლილია…

მცირე გადახვევა:  უცნაურობა, რომელიც ამ ადგილს ახასიათებს, მაგრამ ფაქტია –

ვეველსბურგთან 100 მეტრის რადიუსში მყოფი ნებისმიერი ჯანსაღ ადამიან თუ  სიცხეს (სხეულის ტემპერატურას) გაიზომავს, აუცილებლად ექნება 37.4 ან 37.5 !

სანამ ჰიმლერი ვეველსბურგის სასახლეს აწყობდა, ბერლინში ჰიტლერმა უკვე დაადგინა, რომ ,,ანანერბეს,, 30 დეპარტამენტი ექნებოდა, საიდანაც ქვეყნის მეთაური უპირატესობას მიანიჭებდა იმ დეპარტამენტს, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის დადგენით იქნებოდა დაკავებული.

ამასთან, ჰიმლერი რეინკარნაციით იყო გატაცებული და დეპარტამენტი R მეტად ფიქრობდა…

,,ანანერბეს,, ესაჭიროებოდა ყაირათიანი გენერალური მდივანი, რომელიც სახელმწიფო სახსარს გეგმაზომიერად განკარგავდა. ჰიმლერი და მითუმეტეს ჰიტლერი ვერ იყვნენ ყუათიანი ხელმძღვანელები და ამიტომ ყურადღება ვოლფრამ ზივერსზე შეაჩერეს. ეს უკანასკნელი შტუტგარტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიას და ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა. ჰიტლერმა შეათვალიერა 30 წლის ზივერსი, მერე, კიდეც იხუმრა, რომ მართალია ზივერსი იყო პარტიის წევრი, თუმცა არ გახლდათ ესესის წევრი. ,,ანანერბეს,, ოფიციალური წესდების მიხედვით, მისი წევრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ესესელი და ვოლფრამ ზივერსი კიდეც მიიღეს რიგებში !

ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ჰიტლერი და ჰიმლერი ფინანსებში კარგად ვერ ეკრვეოდნენ. აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის 12 წლიანი არსებობის მანძილზე, არც რაიხსკანცლერს და არც რაიხსფიურერს პფენინგი რომ პფენინგია, ზედმეტი დანამატი არ გამოუწერიათ, რომ არაფერი ვთქვათ პრემიაზე!

ჰიტლერი ოფიციალურად მილიონერი გახლდათ, რადგან ,,მაინ კამფის,, ავტორი იყო. აი ჰიმლერს კი, არაფერი გააჩნდა. მან პირველი ხელფასი სწორედ 1935 წლის დასაწყისში აიღო, 200 რაიხსმარკის ოდენობით. წიწილებიც იყიდა და, იფიქრა ფერმერი გავხდებიო, მაგრამ მალე ფრინველებს ჭირი შეეყარათ და ჰიმლერმა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესზე ფიქრი შეწყვიტა.

რაიხსკანცლერი, როგორც მოგეხსენებათ, ერთი პერიოდი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქ ვენაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მართალია, ის სამხატვრო აკადემიაში არ მიიღეს, მაგრამ ქუჩაში  საკუთარ ტილოს ყიდდა და ამით ირჩენდა თავს. უკანასკნელი გროშით კი, ხშირად დასწრებია ვენის საიმპერატორო ოპერის თეატრში ვაგნერის ოპერას ,,რაინის განძი,, !

,,ანანერბეს,, დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჰიტლერის და ჰიმლერის საუბარი გაიმართა, მაგრამ ეს საუბარი ამჯერად,  პოლიტიკას  არ ეხებოდა:

ჰიტლერი:

ჰიმლერ ! თქვენ გგონიათ, რომ ავსტრიის შემოერთება წლის წინ, მსურდა როგორც გერმანული ტერიტორიის ? დიახ და კიდეც არა ! ვენაში ერთ დღეს არ მეყო სულ რაღაც, რამდენიმე კროიცერი, რომ ოპერაში ვაგნერს დავსწრებოდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ვსტუმრებოდი მუზეუმს. ის საოცრებაა !

თქვენ გესმით, თუ რა არის ლონგინუსის შუბი?

რომაელმა ასისთავმა ხომ, სწორედ ამ იარაღით განგმირა მაცხოვარი !

 მე შევედი იმ ოთახში სადაც შუბი იყო !

თითქოსდა, იქაურობა დაცარიელდა და თვალები დამიბნელდა ! ვიგრძენი რაღაც უხილავი ძალა, რომელიც ჩემს უკან იდგა და ყურში ჩამჩურჩულებდა – შენ უნდა იტვირთო და აიღო ეს ძალა !

მე არ ვიცი რა იყო ეს ! განგებამ მე ამირჩია და ორი მიზანი დავისახე: ავსტრიის შემოერთება, გერმანულ წიაღში მისი დაბრუნება… და,

ლონგინუსის შუბის დაუფლება !

  რეალურად, ,,ანანერბე,, სამყაროში პირველი სახელმწიფო და გასამხედროებული ორგანიზაციაა, ოკულტური და ტექნომაგიური განხრით, რომელიც ოფიციალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა!

არ გამოვგრჩეს – 90 % აპლიკანტის წერილობითი თხოვნა, რომელთაც სურდათ მაგთა ორგანიზაციაში მუშაობა, რაიხსკანცლერიამ დააკმაყოფილა.

საინტერესოა, რომ დარჩენილ 10 % -ს  გაიხსენებენ აღმოსავლეთის ფრონტზე, კურსკთან მარცხის შემდეგ, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

შემდეგ პუბლიკაციაში, ვიდრე კავკასიას მივადგებით…

 – გროს ადმირალ კარლ დენიცის წყალქვეშა ნავები ანტარქტიდაში სამოთხეს ეძებენ !

მოგვიანებით, აღმოჩნდება, რომ ამ სამოთხეში შესასვლელი ერთ-ერთი კარიბჭე საქართველოს მთებში იხსნება!

 

 

 

ბექა კვიციანის დოკუმენტური მოთხრობის „ანანერბეს საიდუმლოებანი“ წინა თავის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:

 

თავი – 1

https://tvalsazrisi.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/?fbclid=IwAR2VlktJ30NYeh1XYLHOrXlknyrBWX9s9i2SGi9kegpJoyyi94_i_UrkX2U

კომენტარები