რატომ გაუქმდა მადრიდის „მასტერსი“ – ერთ-ერთი მთავარი ტურნირი

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო, გრუნტის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტურნირის – მადრიდის „მასტერსის“ ორგნიზატორებმა 2020 წელს ტურნირის გაუქმების შესახებ გამოაცხადეს.

ესპანეთის დედაქალაქში „მასტერსი“ 12-20 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ტურნირის გაუქმება გადაწყტა.

სპეციალურ გავრცელებულ პრესრელიზში წერენ:

„მადრიდში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო გამართულ ბოლო შეხვედრაზე ტურნირის ორგანიზატორებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩოგბურთელების, გულშემატკივრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების გამო.  მათ მიიღეს რეკომენდაცია, 2020 წელს ტურნირი აღარ ჩატარდეს“.

 

კომენტარები