„რატომ დაბრუნდა თურქეთი სამხრეთ კავკასიაში 100 წლის შემდეგ? – „სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა“ – ნიკოლ ფაშინიანი

-„რატომ დაბრუნდა თურქეთი სამხრეთ კავკასიაში 100 წლის შემდეგ? თურქეთი სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა. თურქეთისთვის გენოციდური პოლიტიკის გაგრძელება არა მხოლოდ არმენოფობიის განხორციელების საშუალება, არამედ პრაგმატული ამოცანაცაა. სომხეთი და სამხრეთ კავკასიის სომხები თურქეთის ჩრდილოეთისკენ, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთისკენ გაფართოებისა და მისი იმპერიალისტური ოცნების განხორციელების გზაზე უკანასკნელი დაბრკოლებაა. ეს აღარ არის მხოლოდ ყარაბაღის და სომეხი ხალხის უსაფრთხოების საკითხი. ეს არის უკვე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხი, დღეს სომეხი ხალხი საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს“, –  წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

კომენტარები