რატომ დაითხოვა, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა?
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
-„ანატოლი ბიბილოვმა იმ დაძაბულობის შემცირება უნდა, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოყვა“, – განაცხადა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა.
ე.წ. დეპუტატმა ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევიც გადადგა. პუხაევის გადაწყვეტილება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას უკავშირდება.
ცხინვალის ცენტრში მოსახლეობა აქცია გამართეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალება გააპროტესტეს.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აქციის მინაწილეებს მიმართა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა.
იგორ ნანიევის სახელს უკავშირდება გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ის ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.
ინალ ჯაბიევი იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა.
აქციის მონაწილეები ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომას ითხოვდნენ, საკმარისად არ მიიჩნევენ ე.წ მთავრობის დათხოვნას.