„რატომ დაიღუპა ჩვენი ექთანი?! -ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, პასუხი გექნებათ გასაცემი…“ – გიორგი ფხაკაძე

-„კორონავირუსი და ვაქცინაცია
რა გითხრათ?! – საქართველო ჭაობშია.
რაც ახლა ვრცელდება მსოფლიოში, ეს არ არის ხელოვნური მუტაციები, ეს ჩვეულებრივი ევოლუციური პროცესის შედეგია. რაც შეეხება თავდაპირველი ვუხანის ვირუსის წარმომავლობას, ამას მიხედავენ, გამოიძიებენ.
საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი, ქართული მუტაციაც მივიღოთ. მოხსნილია ყველა შეზღუდვა, არ არის ვაქცინაცია (ვაქცინირებულთა იმ მცირე რაოდენობით, რაც გვყავს, ვერ ჩავთვლით, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს). საზღვარი ღიაა, ტურისტული სეზონი გახსნილია. შარშანდელი გამოცდილება დაგავიწყდათ?!
შესაბამისად, რადგანაც ქვეყანაში არც რეგულაციაა და არც ვაქცინაცია, ვირუსის გავრცელების და ქართული მუტაციის გაჩენის შანსი იზრდება.
ინდური შტამი ახალგაზრდებში უფრო ვრცელდება. არის მოსაზრება, ამის მიზეზი არის ის, რომ ევროპაში 50 წელზე ზევით ასაკის ადამიანები ძირითადად აცრილები არიან, ახალგაზრდები კი არა.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს – სანდო და მოუკერძოებელი კვლევები ამ ვაქცინებზე არ არის გამოქვეყნებული. არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც არ არის დაფინანსებული ჩინური მთავრობის ან ჩინეთთან დაკავშირებული ხელისუფლების მიერ. რაც შეეხება გაერთიამებულ ემირატებს, მათ ჩინური ვაქცინის წარმოების ლიცენზია იყიდეს და მათი კვლევა რამდენად მიუკერძოებელი იქნება, თავად განსაჯეთ.
ჩინური ვაქცინა ფეხმძიმე ქალებისათვის დაუშვებელია, ასევე ჯობს, მეძუძურმა დედებმა არ გამოიყენონ. ევროპაში ჩამოსვლისას ჩინური აცრა გაკეთებული პირი ითვ;ლება როგორც არავაქცინირებული და უნდა გაიაროს კარანტინი ან წარმოადგინოს PCR-ტესტი. საუდის არაბეთმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
ალბათ, დააკვირდით, როცა რაღაცას ვამბობ, ეწინააღმდეგებიან, ცოტა ხანში კი იმავეს იმეორებენ. მე რომ ვქთვი, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება იქნება საჭირო-მეთქი, ყველამ “კატოკით“ გადამიარა. დღეს კი რა თქვა ბატონმა ამირან გამყრელიძემ?! იგივე ხომ?! კარგი.
ვთქვი, მეოთხე ტალღა სექტემბრის ბოლოსკენ გვექნება-მეთქი. ახლა უკვე გამყრელიძემაც დაიწყო მეოთხე ტალღაზე ლაპარაკი, ოღონდ აგვისტოშიო. რა თქმა უნდა, თუ ასე არ ვმართეთ პროცესები ქვეყანაში, მათემატიკურ გათვლებზე ადრე გვექნება მეოთხე ტალღა და მართლა შეიძლება, აგვისტოშიც იყოს.
ჩემი ბრალია, რომ ქვეყანაში ეპიდემიას ვერ მართავენ?! მილიარდობით თანხა სად წავიდა, არავინ იცის. ბოლობოლო, 300 მლნ დოლარი გამოგეყოთ და „მოდერნა“ გეყიდათ. მოდერნა ძვირია და ფაიზერთან შედარებით ამიტომაც უფრო იოლად „იშოვება“.
მაგრამ ზოგიერთებმა ხომ უნდა იყიდონ სახლები, იახტები, კიდევ რა უყვართ, რა ვიცი…არ გყოფნით?! ქვეყანას ღუპავს კორუფცია, მეტი არაფერი .
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ასობით მილიონი ლარი სად წაიღო? უაზრო კვლევებში? ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, პასუხი გექნებათ გასაცემი. ჯადაცვის არასწორი მართვის გამო ქვეყნის ეკონომიკა ნადგურდება.
ჩვენ არაფერი არ მოვამზადეთ. რატომ დაიღუპა ჩვენი ექთანი?! იმიტომ, რომ ვაქცინაციისთვის სისტემა არ იყო მზად. არც ახლა არიან მომზადებული. რატომ იქცევით ასე?! ხალხის მოთმინებაც დაილევა ერთ მშვენიერ დღეს.
შეგახსენებთ – ერთმა ადამიანმა უცხოეთიდან ნოემბერში დაიწყო კამპანია და მოაგვარა პირბადის ხარისხი და ფასი. ეს ნორმალურია?! რას აკეთებენ ქვეყანაში შესაბამისი სტრუქტურები?“-ამბობს  პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები