რატომ დარჩა 3-ზე მეტი ადამიანის გადაყვანის შეზღუდვა ტაქსებისთვის – ეკატერინე ტიკარაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:

  • საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
  • არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი
  • რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ
  • სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება
  • ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია

-„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში.

 ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს და ეს ეხება როგორც მგზავრებს, ისევე მძღოლებს.

მძღოლი ძალიან ხშირად იცვლის მგზავრებს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე, ჩვენ ეს შეზღუდვა ძალაში დავტოვეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები