რატომ დატოვა ჟურნალისტების ნაწილმა ტელეარხი „ბელარუს 1“ ?

ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი „ბელარუს 1“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა, მათ შორის გადაცემა „არსენალის“ წამყვანი ვლადიმირ ბურკომ.

-„ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ იფიქრებდა, რომ, შესაძლოა, სამხედროები და ტექნიკა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. გონს მოეგონ, „სანამ გვიან არ არის“ და მიიღონ „სწორი გადაწყვეტილება“, – წერს ბურკომ ინსტაგრამი საკუთარ გვერდზე.

მანამდე, ტელეარხი დატოვეს წამყვანებმა, ევგენი პერლინმა და ოლგა ბელმაჩმა.

-„აქციების ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ. ისინი დღეს უმუშევრები არიან. სწორედ ამიტომ ვთხოვ და ვაფრთხილებ ყველას, ყველამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სხდომაზე განაცხადა:

-„აქციების ორგანიზატორებს კრიმინალური წარსული აქვთ. ისინი დღეს უმუშევრები არიან. სწორედ ამიტომ ვთხოვ და ვაფრთხილებ ყველას, ყველამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

ყველას, ვისაც მუშაობა სურს და ამისკენ ისწრაფვის, დასაქმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.  ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამსახური, დასაქმება უნდა შევთავაზოთ“.

ბელარუსში არჩევნები ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად  ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ  საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს დაიწყო.  ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 9 აგვისტოს არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით.

ბელორუსის აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი დემონსტრანტის გარდაცვალებას დაადასტურეს. გარდაცვლილის ვინაობა და გარემოებები ჯერ არ სახელდება. დედაქალაქის ცენტრში, პუშკინის პროსპექტზე ომონსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დაიღუპა. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 3 ათასამდე მოქალაქე. ქალაქის ცენტრში დემონსტრაციის მონაწილეებმა შინაგანი ჯარის ნაწილებისკენ ფოიერვერკები გაუშვეს.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედია სამი დაჭრილის შესახებაც საუბრობს.

ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში შვიდი მეტროსადგური დაკეტეს. ამ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

ბელარუსის დედაქალაქში აქციები იმართება. მინსკში მობილიზებულია სპეცტექნიკა.

კომენტარები