რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში მიხეილ სააკაშვილი? – თეა წულუკიანი

შეკითხვას, რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა:

-„მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი, უკრაინის მხარემ ერთხელ გვითხრა სად არის, არ ვიცითო, ანუ ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, მეორედ თქვეს, ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო, ბუნებრივია ამაზე ვერაფერი ვუთხარით“. 

კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანა, ვიდრე უკრაინის მოქალაქე გახდებოდა, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა მისი დაკავება, მან თავისი დროის უმეტესობა უკრაინაში გაატარა.

მიზეზი ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ უკრაინაში ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა? კაცია და გუნება“.

კომენტარები