„რატომ ვტოვებთ თბილისს? ჩვენ ხომ ბრძოლა არ წაგვიგია?“-დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

„კოჯრიდან თბილისისკენ მოკლე ბილიკებით დავეშვით.
თენდებოდა სოლოლაკში რომ შევედით. ქალაქის ქუჩებში სიჩუმდე სუფევდა. შენობები ლილისფერი ჯანღით იყო მოსილი.რომელიღაც ეზოდან ცოცხიანი მეეზოვე გამობარბაცდა.
შეკითხვაზე, ჯარებს ხომ არ გაუვლიათო, გვიპასუხა, კარგა ხანია ჩაიარეს და თქვენი სკოლაც შევამჩნიეო.
მივდივართ მშივრები, ჩაფიქრებულები, თავში ერთი აზრი გვიტრიალებს.
რა მოხდა?
რატომ ვტოვებთ თბილისს?
ჩვენ ხომ ბრძოლა არ წაგვიგია?“
იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი – „იუნკერები და სხვები“
🥀 1921 წლის 25 თებერვალი
დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა..
კომენტარები