რატომ ირჩევენ რუსები მუქი ფერის სამოსს? – ფსიქოლოგის განმარტება
რუს ფსიქოლოგთა საზოგადოების წევრმა ნატალია ისკრამ, რუსების მიერ შავი ფერის სამოსის არჩევა, კლიმატურ პირობებს დაუკავშირა.
მისი სიტყვებით, რუსეთის მოქალაქეები სამოსის არჩევას, სეზონის შესაბამისად ცდილობენ, ამიტომაც, შავი ფერის აქსესუარებს, უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასევე განმარტავს, რომ სამოსი, შეიძლება ადამიანის შინაგან პრობლემებზეც მიგვანიშნებდეს. ნატალია გვარწმუნებს, რომ – „თუ ადამიანი, მუქ ტონებში და ამავდროულად, უგემოვნოდ იმოსება, ყოველგვარი სახალისო აქსესუარის გარეშე, მაშინ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ის შინაგანად დათრგუნულია“.
გარდა ამისა, ფსიქოლოგი იძლევა რჩევას, თუ ტანსაცმლით როგორ ავიმაღლოთ განწყობა და შრომისუნარიონობა.
მაგალითად: ვარდისფერი და ბეჟი ფერის ტონალობები განწყობას აუმჯობესებს, ხოლო ცივი ტონები, ისეთი, როგორიც როგორიც ღია ცისფერია – მუშაობას და გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს.