რატომ იღუპებიან რუსეთში სკოლის მოსწავლეები გულის შეტევით
რუსეთში სკოლის მოსწავლეები, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე, გულის შეტევით იღუპებიან.
ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელი და ბავშვთა მთავარი ექიმი ლეონიდ მაკაროვი, ფიზკულტურის გაკვეთილებზე ბავშვთა უეცარი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად, პირველადი სამედიცინო დახმარების არარსებობას ასახელებს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ფიზიკური დატვირთვის დროს, მოზარდებში გულის შეტევა სხვა მრავალ ქვეყანაშიც გაზრდილია, თუმცა, რუსეთისაგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში შემთხვევათა ნახევარი ლეტალური შედეგით არ სრულდება. რუსეთში ბავშვებში გულის მომენტალური გაჩერების შემთხვევების 1,4 ლეტალური გამოსავლით სრულდება.
ბავშვთა ექიმი დასძენს, რომ რუსეთში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სისტემური პრობლემა დგას.
როგორც მაკაროვი აღნიშნავს, ექთნებს, პაციენტის გულის გაჩერების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, შესაბამისი სამედიცინო ტექნიკის არარსებობის გამო, არ შეუძლიათ.
მაკაროვი პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექსურად გამართვის შემთხვევაში, სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირებას ვარაუდობს.
“რუსეთში პირველადი სამედიცნო დახმარების კანონი საკმაოდ მოიკოჭლებს. ექიმს, სამუშაო საათების დასრულების და ხალათის გახდის შემდეგ, ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა აღარ შეუძლია, რაც ვფიქრობ პარადოქსია,“_აცხადებს ექიმი.
გაზრდილი სიკვდილიანობის გამო, რუსეთის სკოლებში, შესაძლოა, ექიმთა კაბინეტები დააბრუნონ, ბავშვები კი, ფიზკური აღზრდის გაკვეთილზე, მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაუშვან.