„რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, ე.ი. დავბრუნდე. რაც შემეძლო. ყველაფერი ჩავდე – ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“ – ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პირველი არხის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, თუ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უკან დაბრუნდება, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

-„უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, – მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ, სხვებიც ამჩნევდნენ, – ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ნახეთ,  რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება.

მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია. არც იმას დაგიმალავთ,-„ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მეორედ მოვბრუნდი პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა,  დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო.

გაჩნდა ხიფათი ობიექტურად,  პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო.

ეს ხიფათი  რეალური იყო. მე მოვბრუნდი, ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“. მე, რაც შემეძლო, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია.

უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, ე.ი. დავბრუნდე. რაც შემეძლო. ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები