“რატომ უნდა გაწირო შენი გუნდის წევრი, დეპუტატი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ისე, რომ ტრიბუნასთან დააყენო, იურისტების ყბაში ჩააგდო”-ლიკა საჯაია

სოციალურ ქსელში ლიკა საჯაია წერს –

“რატომ უნდა გაწირო შენი გუნდის წევრი, დეპუტატი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ისე, რომ ტრიბუნასთან დააყენო, იურისტების ყბაში ჩააგდო და კანონის კონსტიტუციურობაზე გააცემინო პასუხები. შეიძლება თვითონ ვერ მიხვდა რა დღეში იგდებდა თავს, მაგრამ გუნდი რისთვისაა? რა ვიცი.. თუნდაც ჩვენს ორგანიზაციაში რამდენიმე გუნდი ვართ (ანტიკორუფციული, საარჩევნო, მედიის და აშ) და თუკი რაღაცას ვწერთ, რაც ოდნავ შეხებაში მაინც არის სხვა გუნდთან, ვეკითხებით მათ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ, ზოგჯერ ცხარედ (განსაკუთრებით იურისტები “ვხოცავთ ერთმანეთს” ) და მერე მივდივართ სწორ გადაწყვეტილებამდე და ყველა ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას ორგანიზაციის საქმიანობაზე და რეპუტაციაზე. ცოტა არც ჩვენ ვართ. 50 ადამიანში ვახერხებთ ამას ამათ რა დაემართათ ? ასე თუ იციან მართვა, საქმის და პასუხისმგებლობის დანაწილება, კიდევ კარგად ვართ როგორც ვართ !”-ლიკა საჯაია

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები