„რატომ შობით ამას ყმაწვილებო? იქცევა ქვეყანა, ვაქცინა არაა, ხვალ შეიძლება კოვიდპასპორტები შემოიღონ მსოფლიოში და მაშინაც კი დავრჩეთ“-გოგი გვახარია

-„შემზარავი დანაშაული მოხდა კახეთში”… ჟურნალისტის სურვილი რამე მაინც გამოჩნდეს კადრში. შესაბამისად მივარდნა დაზარალებულის ოჯახში და კიდევ უფრო გამაოგნებელი – მივარდნა ეჭვმიტანილის, მხოლოდ და მხოლოდ ეჭვმიტანილის ოჯახში.

ისევ ხაზს ვუსვამ, არაა ეს რიტორიკული კითხვა და არც არავის გაკრიტიკებას ვცდილობ. უბრალოდ მინდა გავიგო რატომ შობით ამას ყმაწვილებო? იქცევა ქვეყანა, ვაქცინა არაა, ხვალ შეიძლება კოვიდპასპორტები შემოიღონ მსოფლიოში და მაშინაც კი დავრჩეთ ამ ციხეში, როცა სამყარო გაიხსნება.

იქცევა ქვეყანა – ახალი პრემიერ-მინისტრი გამოდის სიტყვით და იმის მაგივრად რომ კონსტიტუციაზე ისაუბროს, საუბრობს… ნაცებზე და ოპოზიციაზე.

იქცევა ქვეყანა, უსახლკაროები იყინებიან და მშობლები ბავშვებს პურის ნაჭრებს უთვლიან. და ამ დროს ყველა საინფორმაციო იწყება არაფრის მთქმელი , მაგრამ “ცხელი თემით”, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება გადააქვს, ნუ შვებით ამას ბავშვებო. გოიმობაა ეს.

მართლა ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე ვკითხულობ, – რატომ უნდა იყოს სატელევიზიო მედიის პირველი ნიუსი პედოფილიის ფაქტი? თანაც იმ დროს, როცა ამდენი რამე ხდება ქვეყანაში?”, – წერს ხელოვნებათმცოდნე და ტელეწამყვანი, გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები