„რაღას ელოდები?? თავზე გადაგახიეს ყველაფერი, წამოდი მაქედან, რაღას ელოდები”- მიშა მშვილდაძე კალაძეს

-„Kakha Kaladze კახა კალაძე ბიჭო კი არ მევასები ძაან, ათასი მიზეზის გამო, მარა – ერთადერთი დარჩი მანდ, ვისაც რაღაც აქვს კიდევ ბიძინას რუსული ტრაკის გარდა და რა გინდა, ღარიბაშვილს და მარგინალებს გინდა ჩაყვე პოლიტიკურ საფლავში? გახარიამ უნდა გაჯობოს ჭკუაში? ხო ხედავ რომ გადაგახიეს თავზე ყველაფერი და ბოლოსდაბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტადაც შენი კანდიდატი აბუ ნაგლად არ დაუშვეს – რაღას ელოდები?? ფული არ გაკლია, ნაკრების კაპიტანი იყავი და არჩეული მერი ხარ! თქვი სათქმელი და წამოდი მაქედან და ჩემი ხელით დაგიხაზავ ყველა ქუჩაზე ბასლაინებს,”- წერს სცენარისტი, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში -ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ენმ-ის ოფისთან პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, -„რადიკალიზმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს”.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები