„რაც ახლა ეს ხდება ნამახვანში… არ გამოვა ეს საქმე, ასე ჰესი ვერ აშენდება“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TV „პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ. მაგრამ იმ გზით და იმ ფორმით, რაც ახლა ეს ხდება ნამახვანში, სამწუხაროდ – მე მგონია აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებენ, – არ გამოვა ეს, ვერ აშენდება ასე ეს ჰესი. მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის გამოცდილება მაქვს, თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, იმიტომ რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და პირადად ამ ადამიანებს არ დაელაპარაკებიან – არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, -ადამიანების, ადგილობრივი ადამიანების, აი ამ რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე – არ გამოვა ეს საქმე. საბოლოო ჯამში ეს ჰესიც და ეს ელექტროენერგიაც ხომ ამ ხალხისთვის გვინდა – შეუძლებელი იქნება”.

კომენტარები