რაც ბოლნისში მოხდა, ესაა მიზეზი:-ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მარნეულში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა და წერს –

“🔴 რაც ბოლნისში მოხდა, ესაა მიზეზი:
1. ცაგარელის ნაირი მავნებლების მიერ თვეების განმავლობაში მიმდინარე მავნე პროპაგანდის და იმ შეთქმულების თეორიების, რომლებიც აქტიურად ვრცელდება სოცქსელით, რასაც არ ებრძვის ხელისუფლება;
2. მოსახლეობის ინფორმირების ძალიან დაბალი დონით. მხოლოდ ეპიდემიის სტატისტიკის შესახებ საუბარი არაა ინფორმირება.

არ გესმით, არც მთავრობას, არც მედიას, არც ხალხს…

თუ არ გააქტიურდებით ამ მავნე, ბრბოზე გათვლილი პროპაგანდის წინააღმდეგ, სავალალო შედეგს მივიღებთ და ის ზომიერი შედეგი, რაც.დღემდე გვაქვს, დაგვემხობა თავზე.

ბევრს სურს ეს ქვეყანაში და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.

მე ვაგვიანებ სტატიას. რომ მეგონა იმაზე მეტი დროს სჭირდება მსოფლიო მასშტაბის კონსპიროლოგიის საწინააღმდეგო ანალიზის დაწერას. თუმცა ჩემი ერთი სტატია არ უშველის.
თუმცა შევეცდები 1-2 დღეში დავასრულო.

როგორც ხედავთ პოლიტიკური ლიდერები გაჩქარებთ რეგულაციების მიხსნასთან დაკავშირებით. ისინი შედეგებზე არ აგებენ პასუხს.

ესაა სტატიის საკითხები, რომელსაც ვამზადებ:
1. კონსპიროლოგია
2. COVID-19-ს ეპიდემიის უარყოფა;
3. ე.წ. ჩიპიზაცია;
4. 5G ტექნოლოგიები.
5. როგორ დავიცვათ თავი?
5.1. დეზინფორმაციისგან
5.2. მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან.
როგორც კი დავასრულებ, გამოვაქვეყნებ.

პირველად არ ვწერ პროფილაქტიკური საინფორმაციო მუშაობის გააქტიურების შესახებ.

თუ გაინტერესებთ რა უნდა გაკეთდეს მავნე პროპაგანდის, დეზინფორმაციის და მოსახლეობის ინფორმირების შესახებ, შემეხნიანეთ. თუ არა და მივყვეთ დინებას”-წერს ამირან სალუქვაძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები