„რაც დღეს ხდება, არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რათა ჩვენ რწმენა დაგვაკარგინონ“-მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა:

-„ჯორჯ ორუელის წიგნში რომ არის „სიმართლის სამინისტრო“, აი, ეგ „სამინისტრო“ მუშაობს ჩვენთან – ყველა დეზინფორმაცია სიმართლედ საღდება. ჩვენ ხომ გვიწოდებენ „რუსეთუმეებს“? წაიკითხონ „რუსეთუმე“ მწერლის, ჯორჯ ორუელის წიგნი „1984“, დაინახავთ, როგორი ცხოვრების წესია დღეს დაკანონებული, შუშისთვალება ინფორმაციებით. რაც დღეს ხდება, არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე, რათა ჩვენ რწმენა დაგვაკარგინონ. ნუ გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის. ჩვენ არასდროს არავის მოვუწოდებთ ჩვენი მხარდაჭერისკენ და ძალადობისკენ. ჩვენ მოგიწოდებთ უფალთან ყოფნისკენ. ამას შუშის თვალები ვერასდროს მიხვდება – რას ნიშნავს, როცა სულიერი განწყობა გაქვს“.

სალხინოს მამათა მონასტერში ბზობის დღესასწაულზე ერთმანეთს სასულიერო პირები და ეპარქიის წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სასულიერო პირების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. სასულიერო პირები მოითხოვდნენ, ბიზნესმენს ეკლესიის ეზო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები