„რაც მეტი აცრილი გვეყოლება, მით ნაკლები გარდაცვლილი“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით:

-„100 აცრილი სულ მცირე ერთი  გადარჩენილი ადამიანია. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი აცრილი გვეყოლება, მით ნაკლები გარდაცვლილი იქნება. რაც მეტი 55 წელს ზემოთ აცრილი ადამიანი იქნება, მით მეტი ხანდაზმული ადამიანი გადარჩება. რადგან კოვიდის დროს სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ხანდაზმულ ადამიანებზე მოდის.

ეპიდსიტუაციას თუ ვერ შევაკავებთ, მომავალი კვირების განმავლობაში ამის აწონ-დაწონა საკოორდინაციო საბჭოს მოსახლეობასთან ერთად მოუწევს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვა, დიდი ღონისძიებების აკრძალვა და თავის არიდება. კლასტერული გავრცელებიდან გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტების მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. პირველ ადგილზე თბილისია, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და იმერეთი.
საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, ეს მარტივად არ ხერხდება“.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 290 129 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 323 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 445 პირი.
კომენტარები