„რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარია“, ამასაც მოვითმენ.  მესმის,-  ეს ჩემი ტვირთია“-გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TV „პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„მესმის,  მძიმე ნაბიჯის გადადგმა მომიწია და რეალურ პოლიტიკაში ვარ, რაც უნდა დამიძახონ, „მოღალატე“, „თვალთხარია“, ამასაც მოვითმენ.  მესმის,-  ეს ჩემი ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი. ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სხვადახვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, არ შეიცვლება, რადგანაც დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, როდესაც ვამბობ, – ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, გულისხმობს სწორედ ამას.

ბიძინა ივანიშვილის წერილი შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა, მაგრამ აქ, იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლის ნაწილში მე ვადასტურებ, ჩვენ არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ქართული ოცნება-2“, ტყუილია ის, რომ ვინმე ავრცელებს ამაზე ხმას. სხვათა შორის, ძალზედ კორექტულად არის, ნესბით თუ უნებლიეთ, ეს რაღაც განმარტებები და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ფორმები, ყველანაირი დასაბუთების გარეშე. დასაბუთება არის მხოლოდ ის, რომ ორი დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა; ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება და დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ამის დადასტურების და ახსნის შესაძლებლობა დღეს მექნება.

 

კომენტარები