“რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ვცდილობ, ადამიანებში დავინახო სახელმწიფოებრივი აზროვნების შუქ-ჩრდილები!!!”-კახა მიქაია:
კახა მიქაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებსდაწერს-
“რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მით უფრო ვცდილობ, ადამიანებში დავინახო სახელმწიფოებრივი აზროვნების შუქ-ჩრდილები!!!
სწორედ ამიტომ, მინდა, მივესალმო ,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო მარათონში პარლამენტარ ედიშერ თოლორაიას ჩართვას, რომელიც, როგორც ჩვენი კუთხის შვილი და ყოფილი ნაციონალი, განსაკუთრებით გამოირჩევა სახელმწიფოებრივი აზროვნებით!!!
დარწმუნებით მინდა მოგახსენოთ, რომ ედიშერი, თავისი გამჭრიახობით, შორსმჭვრეტელობით, განუსაზღვრელი ავტორიტეტით, საარჩევნო გამოცდილებით, მაღალი ინტელექტითა და რაც მთავარია, ლოცვით გააძლიერებს ირაკლის საარჩევნო ფერხულს!!!
ერთად საქართველოს
წარმატებისთვის!!!
P.S. იმედია, პარლამენტარი მერაბ ქვარაიაც, როგორც ირაკლის განუყრელი მეგობარი, უღალატო თანამებრძოლი, ჭეშმარიტი ქრისტიანი და ედიშერივით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სასწრაფოდ ჩაერთვება საარჩევნო ფერხულში და თავის ლაზათსა და პეწს შესძენს ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან, კრეატიულობით გამორჩეულ და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პროცესს!!!”-წერს კახა მიქაია
მოამზადა ნათია ბერიძემ