„რაც ჩვენია, ნურავინ შეეხება, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ გავარკვევთ“- კატოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ“ – მეუფე იაკობი

-„ამ დღეებში ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან.  ამ საკითხზე როცა მეკითხებოდნენ, არ ვაკეთებდი კომენტარს, იმიტომ რომ დაჭერილი იყო, სჯობს, არ შეეხო. როცა გამოვიდა, საოცარი რამ მოვისმინე, – რაზე დაობთო, ის ხომ იმათიაო.

წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ასეთი რამ ეთქვა, სად იქნებოდა თვითონ და მისი ოჯახიც. როგორ არის სხვისი? 2001 წელს, როდესაც მე წავედი მონასტერში, მანამდე ოთხი წელი გარეჯში დავდიოდი, საქართველო იყო იქ. ავიდეს, ნახოს, თამარის ფრესკაც იქნებ იქით არის, როდის იყო ბოლოს.

რაც დავინახე, გამოვიდა ვიღაცას უთხრა, – მე მაგარი ტიპი ვარ, ვამბობ, -ეს აზერბაიჯანელების მიწააო. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი, აქ ვის დაიჭერ, რა მნიშვნელობა აქვს. ისედაც გეუბნება, შენი არ არისო. საერთოდაც, საოცარი კომისიაა, ერთი წინასწარ განზრახულად გეუბნება, რომ სხვისია ეს მიწა, მეორე ქალბატონმა სახელმწიფო ენა არ ისწავლა, რუსულად გველაპარაკება.

საერთოდ, საოცარი კომისიაა რა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა. მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა, შეიძლება?! ასეთ საქმეს ვის ანდობ? ერთი, რომელიც განზრახ იძახის, რომ სხვისია ეს მიწა. ვინა ხარ, ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე, სადაც ხარ. არავის უნდა ციხეში იყოს, მაგრამ გარეჯასთანსამივე ხელისუფლება უსუსური იყო, შიდა ერთმანეთის ჭამით რა გამოვა? ჩვენ წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, თორე, აქ ვის დაიჭერ და ვის არა, რაზე იჭერ კაცს, გეკითხა და გეუბნება, რომ იმისია. მაგის გამო იჭერ? შენ გყავს შეყვანილი კომისიაში.

ვინ გეკითხება, სადაც ხარ იქ დაეტიე. რატომ მიწყვეტავ რუსული რუკებით? გარეჯის საკითხში სამივე ხელისუფლება უსუსური იყო, წესიერად უნდა გადავწყვიტოთ აზერბაიჯანელებთან, ყველა უნდა დავფიქრდეთ, ისინიც ვისაც რაღაცა რიცხვით უნდა პარლამენტში მოხვედრა. თუ ქართველებს ასე დაგვიპირისპირდებით, ხომ არ გგონიათ, ბატკნებივით გავისუსებით?

თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ გავარკვევთ, ისე, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. ვისას აძლევ, კატოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ. ის ადამიანები, ვინც ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ, გამარჯობაც არ უნდა უთხრათ, წავიდნენ თავინთ პატრონთან. ჩემზე მეტი ქართველია ვინმე, ჩემზე მეტი სისხლი დაუღვრია ვინმეს?“ – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას შესახებ.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

კომენტარები