„რაც 20 ივნისს მოხდა, მე ამას ქაჯობა ვუწოდე“

ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს:

„რაც 20 ივნისს მოხდა, მე ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოში და ამას ვერ იყენებ ეს ქაჯობაა. მიუხედავად იმისა, რომ მე მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე და ამაზე პოზიციას არ შევცვლი. ზოგიერთი მედიიის წამომადგენელი ამას იყენებდა.

ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ.

როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო.

ამანაც რომ არ გაჭრა, პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს“.

კომენტარები