რაჭაში 1 საათის წინ მიწისძვრა დაფიქსირდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 4.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:00 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი, ამ დროის ინფორმაციით, ქალაქ ონიდან ერთ კილომეტრში, სოფელ ჟაშქვაში იყო.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ავტორი – სანდრო ჯუფალაკიანი

წყარო: 1tv.ge

კომენტარები