რა არის “გენერატორი-გონიერი?” მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა:

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

ასლი: ქალბატონ ნათია თურნავას

საბიზნესო სფეროს „ბუნდოვან გარემოს სიტუაციებში“ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის მხარდამჭერი-მრჩეველი ეფექტური შესაძლებლობით აღჭურვილი ინტელექტუალური მართვის კომპიუტერული პროგრამული „გენერატორი – გონიერის“ გამოყენება საქრთველოს ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სტრატეგიული მოდელების შედგენაში

ზაურ ციხელაშვილი, ანზორ კუპატაძე, პაატა გიორგაძე, მურმან კუბლაშვილი, თეიმურაზ საღინაძე, იოსებ ციხელაშვილი, შოთა ციხელაშვილი, თეა ჩანადირი, ბექა ჭადაშვილი.

შპს სამეცნერო-პრაქტიკული ცენტრი „ეკოტექნოლოგიას მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია კომპიუტერული პროგრამული „გენერატორი – გონიერი“, რომელიც მომხმარებელი-ექსპერტის სუბიექტური შეხედულებისამებრ „ბუნდოვან გარემოს სიტუაციებში“ (და არა მარტო ბუნდოვან გარემოს სიტუაციებში) შეძლებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სიტუაციურ მართვას მოსალოდნელი რეალობების როგორც მიმდინარე ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე.

ნოვაცია, როგორც კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტული საშუალება, შეიძლება ერთნაირი წარმატებით გამოყენებულ იქნას ეკონომიკისა და ბიზნესის ნებისმიერ სფეროში (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საწარმოო ბიზნესი, ბანკები, ბიზნეს ასოციციები და ა.შ და ა.შ).

ამასთან მცოდნე მომხმარებელ-ექსპერტს შესაძლებლობა ექმნება დამყარებულ (ან საგეგმო პირობებში) „ბუნდოვან გარემოს სიტუაციებში“ თავიდან აიცილოს შესაძლო ეკონომიკური ზარალი და რისკი მოსალოდნელი რეალობების როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე.

აღნიშნული სისტემა მრავალჯერ აღემატება ადამიანის გონიერ შესაძლებლობებს როგორც გადაწყვეტილებათა მხარდამჭერი-მრჩეველი საშუალება და ის წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ როგორც ოპერატიული ასევე სტრატეგიული საქმიანობის დასაგეგმად. აქ საჭირო იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქვეყნის ეკონომიკის ცნობილი მეცნიერ-სპეციალისტთა ერთობლივი ექსპერტული მცდელობა რათა შეიქმნას პრეცედენტი (მათ მიერ შედგენილი ფაქტორ-მაჩვენებლების საანალიზო მატრიცის საფუძველზე) სტრატეგიულ დონეზე ბიზნესის სფეროს განვითარების მიზნით შედგენილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროგნოზის მოდელები, ბუნდოვანი გარემოს მოსალოდნელი მოლოდინის გათვალისწინებით.

კომპიუტერული პროგრამული „გენერატორი – გონიერის“, როგორც კომპიუტერული-ინსტრუმენტული საშუალების, კომერციული გაყიდვა მოხდება პატენტმცოდნე სპეციალისტის გაფასებითა და შპს სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრ „ეკოტექნოლოგიას“- თან შესაბამისი კონტრაქტის გაფორმებით.

მომხმარებლისთვის დაიგეგმება კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ინტერფეისის სწავლება. პატივისცემით, შპს სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი „ეკოტექნოლოგიას“ მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფის სახელით: ზაურ ციხელაშვილი – ამერიკის ბიოგრაფიული საზოგადოების „ოქროს მედლის“ მფლობელი საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ხელმძღვანელი).

კონტაქტები: მობ. ტელ.: +995 593240271 – ზაურ ციხელაშვილი, ელ-ფოსტა tsikhelashvilizaur@gmail.com ; მობ. ტელ.: +995 599973989 – ანზორ კუპატაძე, ელ-ფოსტა – elzachxartishvili@gmail.com

კომენტარები