რა გამოდის – ქართველებს მასობრივად ვუშვებთ საქართველოდან და მათ ნაცვლად ავღანელი ლტოლვილები ჩამოგვყავს? – სანდრო ბრეგაძე:

– “საქართველოში იგეგმება ავღანელი ლტოლვილების მასობრივი შემოყვანა და დასახლება !!!
ქართული მარში კატეგორიულად აცხადებს,რომ არ დაუშვებს ამას !!!
საქართველოს არ აქვს იმის საშუალება,რომ ავღანეთიდან ლტოლვილები მიიღოს !!!
განსაკუთრებით იმ ფონზე,როდესაც გაჭირვებისა და უმუშევრობის გამო საქართველოდან უამრავი ჩვენი თანამემამულე იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში !!!
ანუ რა გამოდის – ქართველებს მასობრივად ვუშვებთ საქართველოდან და მათ ნაცვლად ავღანელი ლტოლვილები ჩამოგვყავს, ეს 3 მილიონიანი ქვეყნისთვის სრული დემოგრაფიული კატასტროფაა !!!
საქართველო ვერ და არ გახდება ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარი,ის ქვეყნები რომლებიც ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში ვალდებული არიან თავიანთ ტერიტორიაზე მიიღონ ლტოლვილები და არა საქართველოში დაასახლონ ისინი !!!
P.S. საქართველოს ხელისუფლება უნდა იღწვოდეს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებისთვის და არა ავღანელი ლტოლვილების მასობრივად დასახლებისთვის !!!”

 – წერს “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე

კომენტარები