“რა დაფინანსებაც ფეხბურთს აქვს, იმის 1 % მაინც რო ჰქონდეთ მებრძოლებს საქართველოში გასავითარებლად, ხომ წარმოგიდგენიათ რა შედეგს დავდებდით..”

ფეისბუქის გვერდი MMA Georgia    აქვეყნებს პოსტს: 

ექვსი ქართველი გვყავს UFC-ში ! (მალე უფრო მეტი ვიქნებით) რა დაფინანსებაც ფეხბურთს აქვს, იმის 1 % მაინც რო ქონდეთ მებრძოლებს საქართველოში გასავითარებლად, ხომ წარმოგიდგენიათ რა შედეგს დავდებდით..

ექვსივე ემიგრანტია, წლებია უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობენ , მაგრამ მაინც საქართველოს სახელით გამოდიან და ასპარეზობენ ! ვინმე ავალდებულებს ? არავინ ! მაგრამ უყვართ სამშობლო და საკუთარ ჯანმრთელობას წირავენ იმისათვის რომ საქართველო ასახელონ და ხალხი გაახარონ. ესენი კი ყურადღებასაც კი არ იჩენენ ჩვენი მებრძოლების მიმართ. გადააკვდნენ ამ ფეხბურთს წლებია
ვინმემ უთხარით ზემოთ რომ ასეთი სპორტიც არსებობს MMA”
კომენტარები