რა ენერგეტიკულ და ეკონომიკური სარგებელს მოუტანს ონის ჰესი საქართველოს და ონის მუნიციპალიტეტს

-„ონის კასკადი მნიშვნელოვანი ობიექტი არის ჩვენი ენერგეტიკისთვის. მისი გამომუშავებეული 780 მილიონი კილოვატ-საათი არის ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით 6%.  იმ პერიოდში როცა ჩვენ ვაკეთებთ ელექტროენერგიის იმპორტს, 2019 წელს რმ გვქონოდა ონი-ჰესი, ის ჩაანაცვლებდა იმპორტის 31%-ს“.

პროექტი ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ქონების გადასახადით თვითონ ონის მუნიციპალიტეტი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ლარს მიიღებს, როცა ახლა მათ ბიუჯეტი არის 4.2 მილიონი ლარი. ანუ გასამმაგდება ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, – განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“.

კომენტარები