რა ვითარებაში იპოვეს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი? – სახე და კიდურები

-„გიორგი შაქარაშვილის ცხედარის პირველადი დათვალიერების დოკუმენტებში ზუსტად არის ასახული, რა ვითარებაში იყო გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში. როგორც საქმის მასალებში წერია, გიორგი შაქარიშვილის ცხედარი მდინარის ნაპირიდან 1.5 მეტრის მოშორებით იყო წყალში.

„სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანს ზურგი… აცვია მომწვანო ორნამენტებიანი პერანგი და შავი შორტები… ყელზე აქვს ოქროსფერი “ძეწკვი” და ამავე ფერის ჯვარი.

გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. გვამი დეტალურად დათვალიერებისა და გამოკვლევისთვის, გადასვენებული იქნა პროზექტურაში”, – წერია წინასწარი დათვალიერების ოქმში.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

კომენტარები