რა ვქნათ, თუ სტრესი, შვილის ნორმალურად გაზრდის საშუალებას არ გვაძლევს
“გიჟი დედის” სინდრომი ალბათ ყველა დედისთვის ნაცნობი განცდა და იარლიყია.
შვილზე ზრუნვას მშობლები მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყებენ, ურჩევენ ოთახის ინტერიერს, ურჩევენ სახელს და უმარაგებენ ტანსაცმელს.
შემდეგ კი მის სკოლაში წასვლასაც მოუთმენლად ელიან და ბავშვის განათლებაზეც ზრუნავენ.
ყველა ზემოთჩამოთვლილი მეტად მნიშვნელოვანია და შვილისთვის საჭირო, თუმცა ყველაზე მეტად, შვილსაც და მშობელსაც, ჰარმონიული ურთიერთობა და ურთიერთობაში დისბალანსი სჭირდებათ, რათა ყველა დანარჩენმა მატერიალურმა ზრუნვამ, სასურველი შედეგი გამოიღოს.
“თვალსაზრისი” ცნობილი რუსი ფსიქოლოგის, ინნა ჩირკოვას პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ გადავდოთ და ვაკონტროლოთ ემოციები შვილებთან ნორმალური ურთიერთობისთვის.
“ჩემთვის ყველა დედის გრძნობა და განცდა ახლობელი და გასაგებია. ყოველთვის გინდა, შენი შვილი დაიცვა, ირგვლივ იმდენი განსაცდელია, შენ კი, შვილი ყოველთვის დაუცველი გგონია.
ყველა ბავშვი საკუთარი გზის გასავლელად მოვიდა ამ ქვეყნად, მშობლები კი, თან უნდა ახლდნენ ბავშვებს. უმკურნალონ, აღზარდონ, გამოავლინონ მოზარდის განსაკუთრებული თვისებები, მიიღონ მათი თავისებურებები, დაეხმარონ განსაცდელის დროს.
მშობელი ბავშვს ამ სამყაროს შეცნობაში უნდა დაეხმარონ, დაეხმაროს ცხოვრებისგან შემოთავაზებული ყველა გემოს მიღებაში.
როგორც ტკბილის, ასევე მწარის.
მშობლები უნდა ედგნენ ბავშვებს გვერდით და დაეხმარონ, რომ შვილები პირადპირ შეხვდენენ სირთულეებსა და დანაკარგებს ცხოვრების გზაზე.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოდნავ მაინც დავაცხროთ ჩვენი წუხილი შვილის მიმართ?
უნდა დავყოთ საშიშროებები რამდენიმე ჯგუფად:
პირველ ჯგუფს შესაძლოა უსიამოვნება ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში თქვენ საკუთარი გამოცდილება და თავისადმი ნდობა დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ თქვენ ხალხის დიდ ნაკადს დაინახავთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, ღირს თუ არა ამ ხალხში გარევა?
თქვენი გამოცდილება გეტყვით, რომ ხალხში გასვლისას, ბოლომდე დაცული ვერანაირად იქნებით, თუმცა შემდეგ იწყება საკუთარი გამოცდილების ნდობა.
თქვენ ეყრდნობით თქვენს გამოცდილებას და ფიქრობთ, რომ აუცილებლად შეძლებთ საფრთხეების განსაზღვრას.
რა თქმა უნდა, სპეციალურად არავის უნდა თქვენთვის ზიანის მოტანა, თუმცა თუ პრობლემები წარმოიქმნება, უნდა გჯეროდეთ, რომ მათ მოაგვარებთ.
თქვენ შვილსაც უნდა ასწავლოთ პრობლემების გადალახვა და საკუთარი თავისადმი ნდობა.
შვილი სწავლობს მშობლებისგან, შვილი სტრესის დროს ადაპტაციას უნდა მიაჩვიოთ.
საშიშროებების მეორე ჯგუფი, რომლისთვისაც ალგორითმის შემუშავება და ჩვევების გამომუშავება დაგვჭირდება.
ჩნდება კითხვა შვილებთან : “რას მოიმოქმედებთ მაშინ, თუ დაიკარგებით, ან მაგალითად, კვამლს დაინახავთ?” – ბავშვები უნდა მივაჩვიოთ რთული სუტუაციების გადალახვას, ოღონდ ისე, რომ სტრესულ სიტუაციაში არ ჩავაგდოთ.
უმჯობესია ინფორმაცია მათ თამაშით მივაწოდოთ.
საშიშროებების მესამე ჯგუფი ისეთია, რომელთაც თავად, საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით. აქ თქვენ სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ, რომელიც გაგარკვევთ რა უნარ-ჩვევები უნდა განუვითაროთ უფრო მეტად ბავშვს,” – წერს ფსიქოლოგი.
მოამზადა: მარიამ ნოზაძემ