„რა ითვლება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტად“

-„კოვიდინფიცირებულთად კონტაქტად ითვლება დადასტურებულ ინფიცირებულთან 10-15 წუთის და მეტი ხანგრძლივობის კონტაქტი, როცა ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა. დისტანცია უნდა იყოს 1.5 ან 2 მეტრიანი, ასევე, რომელიმე მხარეს თუ არ უკეთია პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ პირბადე გვიკეთია და დაცულია 2 მეტრიანი დისტანცია, თუნდაც დახურულ სივრცეში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია,  ღია სივრცეში პრაქტიკულად ნულის ტოლია.

საზოგადოებამ დაიცვან ის წესები, რომელიც  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა“, – განაცხადა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

კომენტარები