რა კანონპროექტის შემუშავებას სთხოვს ვიცე-პოლკოვნიკი მარტიაშვილი ზვიად ტომარაძეს?

– “Ზვიად, ალბათ გახსოვთ როგორ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი?

Ფაქტიურად ამ ისტორიის შედეგად დავიწყე თქვენი პუბლიკაციებზე თვალის მიდევნება და მართლაც თქვენი ამ მეთოდით ბრძოლა მართალია გვიან მაგრამ შედეგის მომტანი ნამდვილად არის, ამასთან ერთად ქვეყანაში რომ არსებობდეს სამოქალაქო სექტორი ვინც ხელისუფლებას აიძულებდა კანონების აღსრულებას ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ახალი საზოგადოების მშენებლობასთან ერთად მისაღწევი საკითხია რადგან, დღევანდელი სამოქალაქო სექტორი ფინანსდება უცხოეთიდან და მათი 99% სამშობლოს ღალატით არიან დაკავებულები, ამიტომ მათი მხრიდან თანადგომა არ გაქვთ და არც გექნებათ საკითხებში რომელსაც ხანგრძლივი ბრძოლით აღწევთ.

Მე არ ვიცი, შესაძლებელია უკვე მუშაობთ კიდეც, მაგრამ მინდა გთხოვთ რომ, სინდისის და ღირსების მქონე ჟურნალისტებთან ერთად(ასეთები ჩრდილში უამრავია),
Სასწრაფოთ შეიმუშაოთ კანონპროექტი და წარუდგინოთ პარლამენტს განსახილველად საქართველოს კანონი რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის დააკისრებს ადეკვატურ ჯარიმას ტელევიზიასა თუ ჟურნალ გაზეთების გამომცემლობებს, ხოლო თუ ცრუ ინფორმაცია დადასტურდება რომ შეთხზა კონკრეტულმა გამომცემლობამ პოლიტიკური ან სხვა მიზნების მისაღწევად ჯარიმას უნდა ემატებოდეს ლიცენზიის ჩამორთმევა!!!
Დარწმუნებული ვარ, საჭირო 30 000 ხელმოწერას და საზოგადოებრივ მხარდაჭერას ადვილად მოიპოვებთ, რადგან საქართველოს მოსახლეობა წლებია –  მედია-ძალადობისა და მედია-ტერორის მსხვერპლი ხდება, ხოლო მექანიზმი რომელიც აღკვეთდა ამ “ბესპრედელს” ან არ არსებობს, ან არა ადეკვატურია!

Დღეს ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით გადასარჩენია მედიას ამოფარებული მოღალატე ნაც მოძრაობისაგან!

Პატივისცემით,
პოლიტდევნილობაში მყოფი დავით მარტიაშვილი

კომენტარები