რა მოხდა სავაჭრო ცენტრში? –“სითი მოლი” აფეთქებას
სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ სავაჭრო ცენტრის სივრცეში მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე გვიან ღამით მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
-„სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში, მუდმივად ხორციელდება ტექნიკური კონტროლი სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ერთ-ერთი ასეთი საათობრივი შემოწმებისას „სითი მოლი საბურთალოს“ არსებულ ნაწილში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ სივრცეში, შემჩნეულ იქნა გაზის სუნი, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა სივრცეში ტექნიკური დანადგარების გათიშვა, პარალელურად კი, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ობიექტზე გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამსახური.
შეტყობინების საფუძველზე, „თბილისი ენერჯის“ მიერ, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ობიექტს დროებით შეეზღუდა გაზმომარაგება. „სითი მოლი საბურთალოს“ ადმინისტრაციამ მიმართა სს „გუდვილს“, რომელმაც უკვე განახორციელა შიდა მოკვლევა და უკვე დაიწყო ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“.