“რა მოხდება კავკასიაში, თუ აშშ-ში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს?” – სიმონ კილაძე:

– “თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს (ასეთი პირი უჩანს!), მაშინ იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მოხუცი პრეზიდენტი იქნება (20 ნოემბერს 78 წელი უსრულდება). მას საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი და ახსოვს ფრანკლინ დელანო რუზველტი (ბუნდოვნად) 🙂 და ჰარი ტრუმენი (მკაფიოდ) 🙂, ასევე შეხვედრია სხვა ქვეყნების ცნობილ ლიდერებს, რომლებიც დღეისათვის ისტორიის კუთვნილებაა….
1972 წელს ჯო ბაიდენი სენატორი გახდა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან იგი კონგრესში ძალიან ხშირად მოქმედებდა სომხური ლობის ინტერესების შესაბამისად, 1995-2007 წლებში კი უშუალოდ იყო კონგრესის სომხეთის საქმეთა ჯგუფის წევრი. მან 1992 წელს ხმა მისცა “თავისუფლების დაცვის აქტის” 907-ე ანტიაზერბაიჯანულ მუხლს და სომხეთისა და მთიანი ყარაბაღისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფას.
სხვათა შორის, ეს მუხლი, მცირე შესწორების მიუხედავად, დღესაც ძალაშია და აზერბაიჯანი უშედეგოდ ითხოვს მის გაუქმებას. და თუ ბაიდენს აირჩევენ პრეზიდენტად, მაშინ აზერბაიჯანს პრობლემები ელოდება თეთრ სახლთან ურთიერთობებში: 28 ოქტომბერს ჯო ბაიდენმა, მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს მოუწოდა მთლიანად შეასრულოს 907 მუხლის მოთხოვნები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა თურქეთიც გვარიანად გააკრიტიკა…
————-
ჯოზეფ ბაიდენს თავისი ცხოვრების თითქმის რვა ათეული წლის მანძილზე ბევრი ავადმყოფობა გადაუტანია, გაკეთებული აქვს თავის ტვინის ოპერაციაც..
როგორც ამბობენ, მისი ორგანიზმი კორონასაც გაუძლებს და პრეზიდენტობის ვადას ბოლომდე დაასრულებს, ინდიელთა ბელადის – ტეკუმსეს წყევლა მასზე არ იმოქმედებს”
– წერს სიმონ კილაძე
კომენტარები