რა პრინციპით იმუშავებენ სილამაზის სალონები? – ელექტრონული რიგი

-„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად რომ გახსნას.

სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო.

სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული.

ხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, როგორც კი ამის საშუალება გვეძლევა, უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სექტორი.

სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების, ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც და ჩემს კოლეგებს ბევრ ბიზნესთან, მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული.

ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

-„სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ, ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები