რა საიდუმლო იარაღი გამოიყენა სსრკ-მ ჩინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ

 

1969 წლის 2 მარტის ღამეს სამასამდე ჩინელი ჯარისკაცი გადავიდა საბჭოთა კუნძულ დამანსკის ტერიტორიაზე. დილის 10 საათამდე დიდთოვლობს გამო მტრის გადაადგილების და ზუსტი რიცხვის დადგენა საბჭოთა ჯარისკაცებს გაუჭირდათ.

როდესაც მტერი აღმოაჩინეს, ფორპოსტის უფროსმა, უფროსმა ლეიტენანტმა ი. სტრელნიკოვმა ჩინელებს სსრკ-ს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა, მაგრამ საპასუხოდ ჩინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ლეიტენანტს და სტრელნიკოვი და მისი ჯგუფი ადგილზე გაანადგურეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა უპასუხეს ბოლო ტყვიამდე, მაგრამ ჩინელებმა ყველა დახოცა.
ბრძოლის დროს სასწაულებრივად მხოლოდ ერთი ჯარისკაცი გადარჩა – რიგითი გ.სერებროვი, რომელმაც გონება დაკარგა და ჩინელმა სამხედროებმა ვერ აღმოაჩინეს.

როდესაც საბჭოთა მესაზღვრეების პირველი ორი ჯგუფი განადგურდა, ბრძოლაში შევიდა მესამე, რომელსაც მეთაურობდა უფროსი ლეიტენანტი ვ.ბუბენინი. რაზმი შედგებოდა 20 ჯარისკაცისგან, რომლებიც ბრძოლის ველზე ჯავშანტრანსპორტირით მივიდნენ. ბრძოლის დროს ვ.ბუბენინს ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ მან მოახერხა სროლის გაგრძელება და ჩინური მხარის სამეთაურო პუნქტის განადგურება. ამის შემდეგ მტერმა უკან დაიხია. ეს იყო პირველი ბრძოლა დამანსკში. 1969 წლის 7 მარტის ინფორმაციით, რომელიც გამოცხადდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, საბჭოთა მესაზღვრეებმა ბრძოლაში დაკარგეს 31 ადამიანი.

1969 წლის 15 მარტს ჩინურმა მხარემ საბჭოთა ჯარებს საზღვრის დატოვება მოსთხოვა რასაც კიდევ ერთი შეტაკებები მოჰყვა.
შეტაკებებში უკვე ალტილერიაც იღებდა მონაწილეობას, საბჭოთა მესაზღვრეების მხრიდან მტრის თავდასხმების მოგერიების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ გაცემული იქნა ბრძანება უკანდახევის შესახებ.

17:00 საათისთვის სსრკ-მ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური საარტილერიო დანადგარების BM-“Grad” გამოყენების შესახებ. 10 წუთის შემდეგ ჩინელი სამხედროების უმეტესობა განადგურდა. გრადის ცეცხლს მხარს უჭერდა საბჭოთა 122-მმ-იანი ჰაუბიცები, რომლებიც დაეხმარნენ კუნძულ დამანსკის გაწმენდაში.

17:10 საათზე ბრძოლაში 2 ასეული და მოტორიზებული მსროლელთა 3 ტანკი შევიდა. ჩინელებმა, რომლებიც იმ დროისთვის უკვე იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ, რამდენიმე შეტევა განახორციელეს საბჭოთა მესაზღვრეებისგან ტერიტორიის დაბრუნების იმედით, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. მოგვიანებით საბჭოთა ჯარები დაბრუნდნენ თავიანთ სანაპიროზე და ჩინელებმა საბოლოოდ თქვეს უარი საბჭოთა ტერიტორიაზე შესვლაზე.

აღსანიშნავია, რომ 1969 წლის 15 მარტს საბჭოთა არმიამ პირველად გამოიყენა BM-Grad დანადგარები დამანსკის კუნძულის დაცვის დროს. „გრადები“ იყო სრულიად ახალი, საიდუმლო იარაღი, რომელიც კუნძულისთვის ბრძოლის შემდეგ ცნობილი გახდა არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები