„რა სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს“ – ამირან გამყრელიძე

-„ცდილობენ, ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული, ვისაც სჭირდება მკურნალობა, ის კლინიკაში მიიღონ.  ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს, ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ.

მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, საჭიროა თუ არა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი.

სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ. 10-12 დღის განმავლობაში ვირუსი ორგანიზმიდან გადის და ადამიანი ჯანმრთელდება.

უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი – 425; , იმერეთშ – 372;  აჭარა – 193; გურია – 21;  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27; ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1194 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 326,  გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071, კოვიდ-სასტუმროში – 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კომენტარები