“რა სპეციალობაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამ სპეციალობასთან ერთად საკუთარი, ნამდვილი ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პროფესია სამშობლოს ამსახუროს და არა გადამთიელს” – ლევან ფრანგიშვილი:

– “რა სპეციალობაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამ სპეციალობასთან ერთად საკუთარი, ნამდვილი ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პროფესია სამშობლოს ამსახუროს და არა გადამთიელს—

—ერის მამოძრავებელ ძალას საკუთარი ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ქმნიან—

მალე 70 წელი გაივლის რაც ივანე ჯავახიშვილის საქ. ისტორია ამოიღეს სწავლებიდან, რამაც ქართველების უდიდეს ნაწილს ნამდვილი საქ. ისტორია დაუმალა.
ამან კი თავისთავად ქვეყნის სიყვარულის გაუფერულება, დაკნინება გამოიწვია, რადგან გამორიცხულია ადამიანს უყვარდეს ის, რაც არ უგრძვნია, არ გაუგია. მაშ. უამრავი თაობა ქართველებისა ჭეშმარიტი ისტორიის უცოდინრად აღზრდილა და რისი იმედი გვაქვს, როცა ხალხს ქუჩაში, თუ არჩევნებში გამოსასვლელად მოვუწოდებთ?!
დარწმუნებულნი იყავით, რომ ასეთ აქტივობას, სადაც საკუთარი ჭეშმარიტი ისტორიის უცოდინარ ადამიანთა მასა იკრიბება, სათავისოდ მხოლოდ მტერი გამოიყენებს (მტერი ყოველთვის შეძლებს დააპირისპიროს განსხვავებული განათლების მქონე ადამიანები, რომელთაც ისტორია და ამ ცოდნის შედეგი, სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აერთიანებთ). ამიტომ უნდა გაჩაღდეს დიდი საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ნამდვილ, ივანე ჯავახიშვილისეულ საქ. ისტორიას მოუყვება ჩვენ ახალგაზრდასა თუ ძველგაზრდას, რომელი ცოდნაც, სახელმწიფოებრივ აზროვნებას შეაჩვევს ერსა და ბერს. წინააღმდეგობა ბევრი იქნება, მათი სულიერი შვილებისაგან, ვინც ისტორია დაგვიმალა, მაგრამ ამან მხოლოდ ბრძოლის ხალისი უნდა შეგვამატოს, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი და ღმერთისთვის სათნო, როცა შენი სიტყვა და საქმე, თანამემამულეთა კეთილდღეობას ემსახურება.” – წერს ლევან ფრანგიშვილი

კომენტარები