რა უთხრა მას ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს, როცა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ შეიტყო – სალომე ზურაბივილი

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ შეატყობინა, – „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა“,- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილმა.

-„ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან არ მიმსჯელია. მას მხოლოდ გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე.

მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება,  უცებ, სიურპრიზები შეაგდო, ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს. როცა შევხვდით ამის მერე: რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად (იცით, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს), მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

კომენტარები