რა ფუნქცია გვაქვს დღეს ქართველებს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს აქვს თუ არა ერის სტატუსი?! – მამუკა კარტოზია:

–  “….უმეთაუროდ ქცეული ერი, ჯერ ჯოგად იქცევა, შემდეგ კი ხრამში გადაიჩეხება, ესაა ფაქტი, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება. თავი და თავი ხალხის უძლურების, უსაზღვროდ გაწელილი ურთიერთ ზიზღის, ლაჩრობისა და ვირივით ყოვლისმთმენელობის არის სისხლის გამოფიტვა და გენეტიკის გადაჯიშება–გადაგვარება. წმინდა ილია მართლის მიერ დასახელებული სამი პოსტულატი ქართველი ერის არსებობისა–“მამული,ენა, სარწმუნოება” მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს, რაც აუცილებელია ერის არსებობისათვის….თუმცა: მამული–დღითი დღე მცირდება, ქართული ენა–არაპრიორიტეტულ, მეორეხარისხოვნად იქცა, სარწმუნოება–ეროვნული მორალისა და ღირსების გარეშე ფიქციაა..და ყიველივე ამის შემდგომ ისმის ლოგიკურად კითხვა, თუ რა ფუნქცია გვაქვს დღეს ქართველებს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს აქვს თუ არა “ერის სტატუსი”?!”

 – წერს მამუკა კარტოზია

კომენტარები