რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უდროოდ დალეულ წყალს?

ცნობილია, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღეში სულ მცირე, 1,5 ლიტრი წყლის დალევაა აუცილებელი. თუმცა, მედიკოსების თქმით, წყალს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებებიც გააჩნია.

როდის არ შეიძლება წყლის დალევა?

– უპირველეს ყოვლისა, სჯობს საკვებს წყალი არ მიაყოლოთ, რადგან წყალი კუჭის წვენს შეერევა და მონელების პრობლემას შექმნის. ასევე უნდა შეეცადოთ წყალი ჭამის შემდეგაც არ მიიღოთ. ამ დროს კუჭი იწელება, რამაც შესაძლოა სიმსუქნე გამოიწვიოს. „ჭამის შემდეგ 20 წუთი დაელოდეთ და მერე მშვიდად დალიეთ წყალი, ან ჭამამდე 20 წუთით ადრე, ეს ნივთიერებათა ცვლას შეუწყობს ხელს და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებისგან გიხსნით“ – გვირჩევენ სპეციალისტები.

– ასევე, არ ღირს წყლის ვარჯიშის დროს დალევა. ვარჯიშების დროს სითხის ინტენსიური გამოყოფა და მაშინვე მისი მარაგების შევსება, მომავალში თირკმელების ან სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ ექსპერტების რჩევით, წყალი ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ, ან სულ მცირე ნახევარი საათის შემდეგ. ვარჯიშის დროს წყურვილმა რომ არ შეგაწუხოთ, პირი წყლით გამოივლეთ ხოლმე და პატარ-პატარა ყლუპებით შემოიფარგლეთ.

– მედიკოსები ძილის წინ წყლის დალევასაც არ უწევენ რეკომენდაციას. წყალი საწოლში დაწოლამდე 40 წუთით ადრე მაინც უნდა დალიოთ. ეს ღამით საპირფარეშოში სირბილისგან და გამოღვიძებისას შეშუპებისგან გიხსნით. წყლის დალევა დილით, გაღვიძებისთანავე –  აუცილებელია. ეს მეტობოლიზმს გაგიუმჯობესებთ და სიმხნევეს შეგმატებთ.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ დიდი რაოდენობით წყალი არ მივიღოთ, რადგან ის ორგანიზმიდან სასარგებლო ნივთიერებებს განდევნის. წყალს შეუძლია ტვინის უჯრედებში შეაღწიოს და სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

წყარო: „kuban24.tv“.

 

კომენტარები