რა შეზღუდვები რჩება ძალაში – 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:

  • საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
  • არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი
  • რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ
  • სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება
  • ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია
კომენტარები